"ჯიჰადის ვიდეოს" საქმე გაიხსნა
07-10-2013
"ჯიჰადის ვიდეოს" საქმე გაიხსნა
შსს-მ "ჯიჰადის ვიდეოს" საქმე გახსნილად გამოაცხადა. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, საქმეზე ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი, რომელიც სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. "2013 წლის 4 ივნისს ბრალდებულმა სამარ ჩოკუტაევმა ინტერნეტსივრცეში მომხმარებელ Hammad Zaman-ის სახელით განათავსა ვიდეორგოლი, რომელიც შეიცავს ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მუქარას", - აცხადებს შსს. მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ქართულ მხარეს გამოძიებაში აშშ ეხმარებოდა. სამარ ჩოკუტაევს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. სავარაუდოდ, მის
ძებნაში ინტერპოლიც ჩაერთვება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე, ვრცლად იხ. გვ 6. 7).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?