"უბედურია ის, ვინც ბოროტებას აკეთებს"
07-10-2013
"უბედურია ის, ვინც ბოროტებას აკეთებს"
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქადაგებისას ბრძანა, რომ ბოროტება მხოლოდ სიკეთით და სიყვარულით განიკურნება: "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. თუ ცუდისკენ ვიცვლებით, საცოდავები ვყოფილვართ, თუ კარგისკენ - ბედნიერები ვართ. სიკეთე და ბოროტება ისეთი დიდი საკითხებია, მუდამ აღელვებდა და აწუხებდა ძველ ფილოსოფოსებს. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ თავისი ბედნიერება შექმნას სხვის უბედურებაზე. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუ ბოროტებას აკეთებს, ამით მოგებაშია. უნდა გვახსოვდეს, უბედური ის კი არ არის,
ვისაც ბოროტებას უკეთებენ, უბედურია ის, ვინც სჩადის ბოროტებას".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით