ეს დანაშაულიც მიჩუმათდება?! - კვირის პალიტრა

ეს დანაშაულიც მიჩუმათდება?!

ქუთაისში "დიდების მემორიალის" აფეთქების შედეგად დატრიალებული უბედური შემთხვევის გამო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ვიზიტი შეწყვიტა და

ჩამოსვლისთანავე თანამდებობიდან გაათავისუფლა იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ათი კაცია დაკავებული.  მათი უმრავლესობა სს "საქფეთქმრეწვის" თანამშრომლები არიან, მათ შორის პასუხისმგებელი პირები. წინასწარი ინფორმაციით, იკვეთება დანაშაულებრივი ნიშნები, რაც ასაფეთქებელი ნივთიერებების ზედმეტი რაოდენობით დამონტაჟებასა და, შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაში გამოიხატა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი შეძრწუნებულია მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახს. ყველა მატერიალურ ხარჯს დაღუპულთა დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო გაიღებს (ვრცლად იხ. გვ. 3, 5, 11).