ვინ ეხმარება ნოღაიდელს პოლიტიკურ პიარში? - კვირის პალიტრა

ვინ ეხმარება ნოღაიდელს პოლიტიკურ პიარში?

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ცხინვალში ზურაბ ნოღაიდელისთვის დაკავებული ქართველების გადაცემით მოსკოვმა ღიად მიგვანიშნა, რომ რუსეთი

ანგარიშს გაუწევს ყველას, ვინც მისადმი ლოიალურია. საყვარელიძის განმარტებით, რუსეთმა დაკავებულთა გათავისუფლება ზურაბ ნოღაიდელს იმის გამო დაუკავშირა, რომ ბოლო პერიოდში ექსპრემიერ-მინისტრი რუსეთთან დიალოგის აღდგენის მოთხოვნით გამოდის და მოსკოვში ვიზიტებსაც მოუხშირა. მისივე აზრით, ამ ნაბიჯით, რუსული მხარე ნოღაიდელის პოლიტიკურ ფიგურად გადაქცევას უწყობს ხელს.

_ კარგია ბავშვების გათავისუფლება, მაგრამ მეეჭვება, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან დეოკუპაციის საკითხებში ნოღაიდელის საქმიანობა ისეთივე შედეგიანი იყოს, როგორც უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მხრივ, _ განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.