მოძრაობა "7 ნოემბერი" პატიმართა გათავისუფლებას ითხოვს - კვირის პალიტრა

მოძრაობა "7 ნოემბერი" პატიმართა გათავისუფლებას ითხოვს

მოძრაობა "7 ნოემბერი" ლევან გოგიჩაიშვილისა და გიორგი ალხაზიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. მოძრაობის წევრებმა თბილისის სააპელაციო

სასამართლოს შენობათან საპროტესტო აქცია გამართეს და მოსამართლეებს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს.

როგორც მოძრაობის ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, გოგიჩაიშვილი და ალხაზიშვილი სააკაშვილის პირადი პატიმრები არიან. მისი თქმით, დასაჭერია გურამ დონაძე, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი და დათა ახალაია.

დაჩი ცაგურიას თქმით, მათ სასამართლოს ობიექტურობის იმედი არა აქვთ და ფორმალურ პროცედურას საქართველოში იმიტომ გადიან, რომ საქმე ევროსასამართლოში შეიტანონ.

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, საქართველოში ამ დროისათვის 50-მდე პოლიტპატიმარია.