საბანაძე უნგრეთმა შეიფარა - კვირის პალიტრა

საბანაძე უნგრეთმა შეიფარა

იტალიის სასამართლომ "თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე გაათავისუფლა. მისი ადვოკატების ცნობით, საბანაძეს პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთმა მისცა და "შესაბამისად, მისი საქართველოში ექსტრადიცია აღარ განიხილება. იტალიელმა სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი საბანაძე სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვა ედება.