სპეცოპერაცია ხორგაში
14-10-2013
ხობის რაიონის სოფელ ხორგაში ყაჩაღობისთვის ძებნილი თეიმურაზ ოკუჯავას  დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ცნობით, ორი ავტომატითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა ოკუჯავამ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. სროლის შედეგად დაიღუპა სპეცრაზმელი დავით დემურია,  ოთხი სამართალდამცველი კი  ხელყუმბარის ნამსხვრევებით დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. თეიმურაზ ოკუჯავა ლიკვიდირებულია. შსს-ს ცნობით, 1-ელ ოქტომბერს ოკუჯავა თანამზრახველებთან ერთად  ხობის რაიონის სოფელ თორსაში ნათესავების, ქარჩავების ოჯახს დაესხა თავს. დაიღუპა ოჯახის უფროსი. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ხოლო მეორე
აფხაზეთის ტერიტორიაზეა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით