ტრაგედია ქუთაისის ციხეში
14-10-2013
16 წლის სენაკელი გოგა ძველაია ქუთაისის #2 დაწესებულების სამარტოო საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ძველაია იმ დღის მოთავსებული იყო ციხეში და იგი გირაოთი უნდა გაეთავისუფლებინათ. ოჯახი პატიმრის სიკვდილს "მაყურებლებთან" დაპირისპირებას უკავშირებს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

ცხედარს ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარა. ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილის ცნობით, ძველაიას ფიზიკური ძალადობის კვალი არ ეტყობა. ძველაიების ოჯახში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, რომლის მტკიცებითაც, მისი ხელისუფლების დროს ციხეებში "მაყურებლები" არ იყვნენ. გარდაცვლილი პატიმრის მშობლებს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის
კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელიაც შეხვდა (ვრცლად იხ. გვ. 16, 35,  სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით