ბოიკოტის საკითხი - კვირის პალიტრა

ბოიკოტის საკითხი

რუსი პილოტის, 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირის", ივან ნეჩაევის სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ გამწესებას საქართველოში პროტესტი მოჰყვა. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კრემლის გადაწყვეტილება საქართველოს შეურაცხყოფაა და ოლიმპიადას თბილისმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პეტიცია შეადგინა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, პეტიციამ ოლიმპიადის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველომ ოლიმპიადაში არ მიიღოს მონაწილეობა და ამისთვის პროვოკაციებს მიმართავს. "მხოლოდ მეჩირაღდნის გამო ყოვლად დაუშვებელია სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).