სამხედროები მოიწამლნენ
14-10-2013
მეოთხე ქვეით ბრიგადაში 7 სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, უახლოეს მომავალში მოკვლევა დასრულდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. მისი თქმით, სამხედროების კვება გაუმჯობესდება და უახლოეს მომავალში მსგავსი ინციდენტები აღარ იქნება. სამხედროებისთვის კვების პროდუქტების მიწოდებას შპს "ქართული კვების კომპანია" უზრუნველყოფს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით