უხერხული კითხვა
14-10-2013
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უნგრეთში ზურაბ ადეიშვილის ყოფნის თაობაზე მოუწია კითხვაზე პასუხის გაცემამ. ვიქტორ ორბანს ლონდონის Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას ამავე ინსტიტუტის წევრმა სულხან ხაბაძემ მიმართა, რომელიც რამდენიმე წელია, ლონდონში ცხოვრობს.
ხაბაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს კითხვის დასმისას აცნობა, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე ქვეყნიდან გაიქცა, სისხლის სამართლის საქმე ოთხი პუნქტით, მათ შორის - მძიმე დანაშაულებზე, არის აღძრული. ხაბაძის თქმით, ქართულ მედიაში არის
სპეკულაციები, თუ რატომ აირჩია ადეიშვილმა უნგრეთი და არა სხვა დასავლეთევროპული ქვეყნები - უფრო მეტად ჩამოყალიბებული დემოკრატიები. "ზოგი ამის პასუხად მიანიშნებს ადეიშვილის ახლო კონტაქტს თქვენი მთავრობის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან", - განუცხადა ხაბაძემ უნგრეთის პრემიერს. თავის მხრივ, ორბანმა შეკითხვაზე პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ
Chatham House-ში სიტყვიერი კინკლაობისთვის არ იყო მისული (ვრცლად იხ. გვ. 5, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით