რასმუსენი გმობს - კვირის პალიტრა

რასმუსენი გმობს

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გაბმას გმობს. ეს განცხადება რასმუსენმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 59-ე სესიაზე გააკეთა. გარდა ამისა, ანდერს ფოგ რასმუსენმა გაიხსენა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და მზადყოფნა, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ამასთან, მისივე თქმით, ალიანსი ინტერესით დააკვირდება საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც, რასმუსენის შეფასებით, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს პროგრესს.