"შეაჩერეთ მავთულხლართები"
14-10-2013
"შეაჩერეთ მავთულხლართები"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსეთს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების გავლების შეჩერებისკენ ეუთოს ტრიბუნიდან მოუწოდა. "რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოს მთავრობის დიდ შეშფოთებას იწვევს. მოსკოვი კვლავაც აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების "თანამიმდევრულ" დელიმიტაციას; არ კისრულობს შემხვედრ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ აძლევს ოკუპირებულ რეგიონებში შეღწევისა და ვითარების შესწავლის შესაძლებლობას, როგორც ეს განსაზღვრულია ამ მისიის მანდატით და აგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვას", - განაცხადა
მაია ფანჯიკიძემ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით