"ეკლესიას ებრძვიან"
14-10-2013
"ეკლესიას ებრძვიან"
პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას ბრძანა, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს. დღეს ბევრი ადამიანი საკუთარ თავს თეოლოგად, ღვთისმეტყველად მოიხსენიებს და მუდმივად ილაშქრებს ეკლესიაზე. "უნდა დაფიქრდეთ, საიდან მოვიდა ამდენი ახალი ღვთისმეტყველი. ჩვენ, ქრისტიანებს და სასულიერო პირებს, სამაგალითო ცხოვრება გვმართებს, რათა ჩასაფრებულებს რამდენიმე კაცის მაგალითზე ქრისტესა და ეკლესიაზე ცუდის თქმის საშუალება არ მივცეთ. თუმცა, გარკვეულწილად ეს ჩვენი ბრალიც არის,' რადგან ყველა ადამიანს აქვს სისუსტეები", - ბრძანა მეუფე იაკობმა. ეპისკოპოსის განმარტებით, ეკლესიას არ
ეშინია იმის', რაც იწერება ან ტელევიზიით გადაიცემა, რადგან ყველაფერს თავისი მკითხველი და მაყურებელი ჰყავს. "ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია დიდი ხანია მიმდინარეობს. ბოროტი მუდამ ებრძოდა ეკლესიას. თუმცა, დღეს, ვითომდა იმ საფარვლით, რომ ეკლესიის სისუფთავე სურთ, ღმერთსა და მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვიან. ჩვენ ყველა მათგანის გვარები ვიცით. ასევე გვაქვს
ინფორმაცია მათი დაფინანსების წყაროებისა და მათი ქართველი პატრონების შესახებ.…მინდა ვურჩიო ეკლესიაზე გადაკიდებულებს, თავიანთ თავს მიხედონ და დაფიქრდნენ, რა გაუკეთებიათ. თუ გვინდა, ქვეყანა გადარჩეს, ერთობა უნდა გვქონდეს. კინკლაობა საჭირო არ არის", - ბრძანა მეუფემ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით