"ანტიეკლესიური ქმედებები სიყვარულის ნაკლებობის შედეგია" - კვირის პალიტრა

"ანტიეკლესიური ქმედებები სიყვარულის ნაკლებობის შედეგია"

19 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მსახურება

მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულა და, ტრადიციულად, მრევლს ქადაგებით მიმართა.

უწმინდესმა სიყვარულის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა. ""სიყვარული არის ღვთის მადლი და ჯილდო ადამიანისთვის და იგი, უპირველესად, საქმით უნდა გამოიხატებოდეს და არა  - სიტყვით", - ბრძანა ილია მეორემ.

უწმინდესი ქადაგებაში გამოეხმაურა ზოგიერთ ანტიეკლესიურ ქმედებას და აღნიშნა, რომ ეს სიყვარულის ნაკლებობაზე მეტყველებს.

" ეკლესიას, რომელიც ჩვენი უდიდესი საუნჯეა, ზოგიერთი უხეშად ეხება. ღმერთმა ინებოს, არ დასაჯოს ისინი ამისთვის. მინდა, შევთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ ღმერთმა მოგვცეს ისეთი გული, ისეთი ბუნება, რომელიც მიიღებს სიყვარულს და თავმდაბლობით იცხოვრებს", –_ ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი სწორედ სიკეთისა და სიყვარულის განსახიერება იყო და ცხოვრების განმავლობაში უამრავი სასწაული მოახდინა.