გაზეთის ოფისი დაარბიეს - კვირის პალიტრა

გაზეთის ოფისი დაარბიეს

გაზეთის "საქართველო და მსოფლიო" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ისტორიული მემკვიდრეობის" ოფისი დაარბიეს. გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" მთავარი

რედაქტორის მოადგილის, ბონდო მძინარიშვილის განცხადებით, ძარცვა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ოფისებიდან გატანილია ტექნიკა, ჟურნალისტთა ჩანაწერები და დღიურებიც. ასევე, "ისტორიული მემკვიდრეობის "მიერ გამოცემული კრებულის, "უუფლებო ზონის" ყველა ეგზემპლარი.

მისივე თქმით, კრებულში შეტანილია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული, ასევე გაზეთში გამოქვეყნებული მასალები ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ბონდო მძინარიშვილი ძარცვას სწორედ ამ კრებულს უკავშირებს.