ლიტვამ ელჩი სასწრაფოდ გაიწვია - კვირის პალიტრა

ლიტვამ ელჩი სასწრაფოდ გაიწვია

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ბრძანება გასცა, 24 საათის განმავლობაში საქართველოდან ლიტვის ელჩის, მეჩის ლაურინკუსის გაწვევის თაობაზე.

პრეზიდენტი ელჩის გაწვევის მიზეზად მისდამი ნდობის დაკარგვას ასახელებს. ამავე დროს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის დირექტორმა პოვილას მალაკაუსკასმა, რომელმაც ამ პოსტზე თავის დროზე შეცვალა ლაურინკუსი. ლაურინკუსი უშიშროების სამსახურს 2007 წლამდე 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ხოლო საქართველოში ელჩად 2008 წლის სექტემბრიდან დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ეს უნდობლობა ლაურინკუსისადმი სეიმის გამოძიებას უკავშირდებოდეს, ლიტვაში ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის საიდუმლო ციხის შესაძლო არსებობის შესახებ.