კაბაევამ პუტინს ვაჟი გაუჩინა?! - კვირის პალიტრა

კაბაევამ პუტინს ვაჟი გაუჩინა?!

როგორც ამერიკული "ნიუ-იორკ პოსტი" იუწყება, 26 წლის რუსმა ტანმოვარჯიშემ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, 18 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელმა, რფ-ის

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალინა კაბაევამ 57 წლის ვლადიმირ პუტინს ვაჟი გაუჩინა. "ნიუ-იორკ პოსტის" წყაროს თანახმად, კაბაევამ ვაჟი მოსკოვში გააჩინა და მას რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის პატივსაცემად დმიტრი დაარქვა. გაზეთი წერს, რომ ალინა კაბაევას 2006 წლიდან პუტინის საყვარლად მიიჩნევენ. თავად ალინა კაბაევა არაფერს ამბობს -არამცთუ ბავშვის მამის ვინაობას არ ასახელებს, იმასაც კი მალავს, ჩვილი რამდენს იწონის. მისი ახლობლები ირწმუნებიან, რომ შესაძლოა ბავშვის მამა იყოს ცნობილი ბიზნესმენი, რომელსაც ალინა უკვე რამდენიმე წელია, ხვდება. ვაჟის დაბადებაზე არც პუტინს და არც მის გარემოცვას ხმა არ ამოუღია. ხმები, პუტინის უკანონო ვაჟის დაბადების თაობაზე, შეიძლება ჭორად დარჩენილიყო, რომ არა ერთი გარემოება: შარშან, 15 აპრილს, პოპულარულმა ფრანგულმა გაზეთმა  La Republica-მ დაბეჭდა სენსაციური წერილი -რუსეთის ამ'ჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცოლად ირთავს 30 წლით უმცროს ქალს -2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასო.  ჟურნალისტების "გამოძიებით", პუტინი 2008 წლის თებერვალში ოფიციალურად გაშორებია თავის მეუღლეს, ლუდმილას, 15 ივნისს კი მამით მუსლიმან მშვენიერ ალინა კაბაევაზე დაქორწინებულა. მაშინ ალინა კაბაევამ ამ პუბლიკაციას სისულელე უწოდა. მამამისმა კი, მარატ კაბაევმა ჟურნალისტებს გულწრფელად უთხრა, -ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი ქალიშვილი პუტინის მეუღლე გახდებაო. თავად პუტინმა ფრანგულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაზე თქვა, -ერთი სიტყვაც არ არის მართალიო.

სხვათა შორის, შარშან გაზეთმა "მოსკოვსკი კორესპონდენტმაც" აცნობა მკითხველს, ვლადიმირ პუტინი ცოლს ეყრებაო. ამის შემდეგ მისმა მფლობელმა ალ. ლებედევმა გაზეთი დახურა და მოგვიანებით ლონდონური გამოცემა  EVENING STANDARD-ი შეიძინა.