"სჯობს ტაძარი აშენდეს" - კვირის პალიტრა

"სჯობს ტაძარი აშენდეს"

ქუთაისში, აფეთქებული "დიდების მემორიალის" ადგილზე უკვე გაკრული სპეციალური ბანერი იუწყება, რომ იქ 2012 წლისთვის პარლამენტის ახალი შენობა აიგება(!).

"ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელთა აზრით, უპრიანი იქნებოდა ამ ადგილზე ტაძარი აშენებულიყო, როგორც მეორე მსოფლიო ომში, ისე 19 დეკემბერს დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა სახელზე.

ქრისტიან-დემოკრატების იდეას ქუთაისელებიც ემხრობიან. ხალხს მიაჩნია, რომ როგორც იუნკერების საფლავებზე აშენებულ მთავრობის სახლში (დღევანდელი პარლამენტის შენობა) არ დატრიალებულა სიკეთე, ისე, უდანაშაულო დედა-შვილის დაღუპვის ადგილზე აგებული პარლამენტის შენობა ვერ იქცევა კარგი მომავლის იმედად.