ავლაბრის რეზიდენცია დანიშნულებას შეიცვლის - კვირის პალიტრა

ავლაბრის რეზიდენცია დანიშნულებას შეიცვლის

მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტროს განთავსებას არ გამორიცხავს. "ვიდრე ათონელის ქუჩაზე რეზიდენციის მშენებლობა დასრულდება, ახალი პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიაში იმუშავებს. განხილვის თემაა ისიც, ხომ არ იქნება ძალიან დიდი ეს შენობა ერთი რომელიმე სამინისტროსთვის. ამიტომ ჯერ უნდა შევისწავლოთ ფართი და ოთახების რაოდენობა. დაველოდოთ საპრეზიდენტო არჩევნებს და შემდეგ ვიმსჯელებთ ავლაბრის რეზიდენციის ბედზე", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.