ავლაბრის რეზიდენცია დანიშნულებას შეიცვლის
21-10-2013
ავლაბრის რეზიდენცია დანიშნულებას შეიცვლის
მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტროს განთავსებას არ გამორიცხავს. "ვიდრე ათონელის ქუჩაზე რეზიდენციის მშენებლობა დასრულდება, ახალი პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიაში იმუშავებს. განხილვის თემაა ისიც, ხომ არ იქნება ძალიან დიდი ეს შენობა ერთი რომელიმე სამინისტროსთვის. ამიტომ ჯერ უნდა შევისწავლოთ ფართი და ოთახების რაოდენობა. დაველოდოთ საპრეზიდენტო არჩევნებს და შემდეგ ვიმსჯელებთ ავლაბრის რეზიდენციის ბედზე", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ნიკა
22 ოქტომბერი 2013 20:55
რამე ცოტა უფრო დიდი სამინისტრო უნდა განთავსდეს, საგარეოსტვის მარტლაც პატარეა შენობა იქნება...........

რედაქტორის რჩევით