"ხუდონჰესის" საკითხი - კვირის პალიტრა

"ხუდონჰესის" საკითხი

23-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "ხუდონჰესის" აშენების თაობაზე პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის განცხადებები გარემოსდაცვით ორგანიზაციებსა და მოსახლეობაზე ზეწოლაა.

"მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრსა და ენერგეტიკის მინისტრს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ინვესტორი კომპანიის ინტერესების ლობირებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში. საპასუხოდ, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციები სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მთავრობა ნებისმიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტს დაიცავს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).