დაგროვებითი პენსია - კვირის პალიტრა

დაგროვებითი პენსია

საქართველოს მთავრობა დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული რეფორმის დაწყებას გეგმავს. ექსპერტების განმარტებით, დაგროვებითი პენსიის სისტემა გულისხმობს, რომ პირი ახალგაზრდობაშივე, ანუ დასაქმების პერიოდში, ხელფასიდან და შემოსავლიდან განსაზღვრულ თანხას გადარიცხავს კერძო ან სახელმწიფო ფონდში.

როდესაც დადგება საპენსიო ასაკი, დაგროვილი თანხა პროცენტული დანამატებით პირს უკან დაუბრუნდება, როგორც პენსია. ანარიცხებს ფონდი ათავსებს მომგებიან აქტივებში, რომელსაც შემოსავალი მოაქვს საინვესტიციო ფონდისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ფონდში თანხები შეაქვთ.