ალასანია საბოტაჟზე ლაპარაკობს - კვირის პალიტრა

ალასანია საბოტაჟზე ლაპარაკობს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ ჯარისკაცების ბოლოდრინდელი მოწამვლა საბოტაჟს უკავშირდება. "ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები ადრეც ყოფილა და ეს ნაკლებად მაღელვებს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მიდის მიზანმიმართული კამპანია ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის, ვგულისხმობ არა ბოლო პერიოდის მოვლენებს, არამედ იმას, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მაისში, ქართული ჯარისა და ნატოში გაწევრების დისკრედიტაციის სურვილით", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

მთავარმა პროკურატურამ 2013 წლის 9 ივლისიდან 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით ჯარისკაცების ინტოქსიკაციის შემთხვევების გამოძიება დაიწყო.