კეზერაშვილი დააკავეს
საფრანგეთში ქართველი სამართალდამცველების მოთხოვნის საფუძველზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დააკავეს.
ფრანგული მედიის ცნობით, კეზერაშვილი ნიცის აეროპორტიდან ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში აპირებდა გამგზავრებას. ყოფილი მაღალჩინოსანი პროვინცია ექს-ან-პროვანსის საპყრობილეშია. საქართველო ფრანგულ მხარეს კეზერაშვილის საექსტრადიციო დოკუმენტებს მიაწვდის, რის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტს, გადასცემენ თუ არა საქართველოს ყოფილ მინისტრს (ვრცლად იხ. გვ. 13).