ჟვანიას საქმეში ახალი გარემოებებია
21-10-2013
ჟვანიას საქმეში ახალი გარემოებებია
მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებებია და შესაბამისად, გამოიკვეთა ახალი ვერსია. არ არის გამორიცხული, რომ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდეს. ამ საკითხის კომენტირებისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჟვანიას გარდაცვალება უბედურ შემთხვევას უკავშირდება, არის ფედერალური გამოძიების ბიუროს დასკვნა, რომელიც გასაგები მიზეზების გამო არ გამოაქვეყნეს. "ჩემთვის ზურაბის სახელი არის წმინდათაწმინდა. თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის, მათ სინდისზე იყოს", - აღნიშნა
სააკაშვილმა. საპასუხოდ, ზურაბ ჟვანიას ძმამ, გიორგი ჟვანიამ სააკაშვილი თავისი ძმის ღირსების შელახვის მცდელობაში დაადანაშაულა. "სააკაშვილს მოელის უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეზე" - განაცხადა გიორგი ჟვანიამ (ვრცლად იხ. გვ. 5, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით