სააკაშვილი და ჩახალიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

სააკაშვილი და ჩახალიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მიხეილ სააკაშვილსა და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ვაჰაგან ჩახალიანს შორის ახალქალაქში შელაპარაკება მოხდა.

სააკაშვილს ჩახალიანმა  რამდენიმე საკითხის გამო უსაყვედურა. ჩახალიანმა პრეტენზიები წაუყენა სააკაშვილს, მათ შორის ისიც, რომ სკოლებში სომხური ლიტერატურა აღარ ისწავლება. მისი თქმით, სააკაშვილი უნდა გასამართლდეს. ჩახალიანის ამ სიტყვებს პრეზიდენტის გაღიზიანება მოჰყვა.

"ციხიდან გამოსულმა კრიმინალმა ჩახალიანმა უნდა გამასამართლოს?! არ ვაპირებ თქვენისთანა ადამიანებმა მიკითხონ მორალი. მე ახალქალაქში გავაკეთე ის, რომ თქვენისთანა სეპარატისტებს რეგიონში გამოვაცალეთ საფუძველი, აშენდა ევროპის მთავარი რკინიგზა, გაკეთდა გზები, რომლითაც თბილისში დადიხართ, კურორტი, შემოვიდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, გაზი, სინათლე და გავიდა რუსული ბაზა. შენისთანა სეპარატისტები, გრუ-ს გოშიები მე მორალს ვერ წამიკითხავენ! ექვსი მუხლით იჯექი ციხეში და ძალიან მიჰქარა მან, ვინც შენ ციხიდან გამოგიშვა", - მიმართა პრეზიდენტმა ჩახალიანს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).