სააკაშვილი და ჩახალიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
28-10-2013
მიხეილ სააკაშვილსა და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ვაჰაგან ჩახალიანს შორის ახალქალაქში შელაპარაკება მოხდა.

სააკაშვილს ჩახალიანმა  რამდენიმე საკითხის გამო უსაყვედურა. ჩახალიანმა პრეტენზიები წაუყენა სააკაშვილს, მათ შორის ისიც, რომ სკოლებში სომხური ლიტერატურა აღარ ისწავლება. მისი თქმით, სააკაშვილი უნდა გასამართლდეს. ჩახალიანის ამ სიტყვებს პრეზიდენტის გაღიზიანება მოჰყვა.
"ციხიდან გამოსულმა კრიმინალმა ჩახალიანმა უნდა გამასამართლოს?! არ ვაპირებ თქვენისთანა ადამიანებმა მიკითხონ მორალი. მე ახალქალაქში გავაკეთე ის, რომ თქვენისთანა სეპარატისტებს რეგიონში გამოვაცალეთ საფუძველი, აშენდა ევროპის მთავარი რკინიგზა, გაკეთდა გზები,
რომლითაც თბილისში დადიხართ, კურორტი, შემოვიდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, გაზი, სინათლე და გავიდა რუსული ბაზა. შენისთანა სეპარატისტები, გრუ-ს გოშიები მე მორალს ვერ წამიკითხავენ! ექვსი მუხლით იჯექი ციხეში და ძალიან მიჰქარა მან, ვინც შენ ციხიდან გამოგიშვა", - მიმართა პრეზიდენტმა ჩახალიანს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
ქართველი
28 ოქტომბერი 2013 19:40
ორივე წავიდეს ისტორიულ სამშობლოში და იქაური ამბები არკვიონ
natia
28 ოქტომბერი 2013 18:45
ჩახალიანმა საკუთარ შვილებს სომხური ერევანში ასწავლოს ან სახლში მომინდომა აქ სომხური.

რედაქტორის რჩევით