ხურჩის ტერაქტის საქმე
28-10-2013
სამართალდამცველებმა ტერორიზმის ბრალდებით კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია დააკავეს. შსს-ს ცნობით,  "2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშინებლად რომან შამათავამ შსს-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ტერორისტული აქტი მოაწყო. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სოფელ ხურჩაში მობილიზებულ იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით აპირებდა
ზუგდიდში გამგზავრებას. "ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიანი მოსახლეობა დააშინეს. მალხაზ მურღულიამ ყუმბარსატყორცნის ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანი ავტობუსები. ამის გამო მძიმედ დაშავდა მოქალაქე ნანი ქარდავა"", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. სასამართლომ მურღულიასა და შამათავას პატიმრობა შეუფარდა
(სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით