ბრიფინგი საიდუმლო ობიექტებთან - კვირის პალიტრა

ბრიფინგი საიდუმლო ობიექტებთან

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, თბილისის შემოგარენში თავდაცვითი ნაგებობების აშენება შეჩერებულია. პრეზიდენტმა მშენებლობის ადგილი პირადად დაათვალიერა და  იქიდანვე პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იგი ესაუბრა გაერთიანებული შტაბის ოფიცრებს და მათ უთხრეს, როგორც მთავრობაში აგვიხსნეს, ამ ნაგებობის აშენებით საქართველო რუსებს აღიზიანებს და პროვოკაციას უწყობსო. "ეს არის საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მავნებლური ქმედება", - აღნიშნა სააკაშვილმა. თავდაცვის სამინისტრო კი სააკაშვილის განცხადებამ შეაშფოთა. "ქვეყნის თავდაცვითი ნაგებობების ლოკაციისა და ტიპის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება საფრთხის შემცველია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფოს მთავარსარდლის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ზიანს აყენებს", - აცხადებენ სამხედრო უწყებაში (ვრცლად იხ. გვ 8,9)