რასმუსენი რუსულ მედიას ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

რასმუსენი რუსულ მედიას ადანაშაულებს

რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუს ჟურნალისტებთან საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, საქართველო და უკრაინა 2014 წელს ალიანსის წევრები არ გახდებიანო. რასმუსენმა კი განაცხადა, რომ ასე არ უთქვამს და რუსული მედია მისი ნათქვამის არასწორად ციტირებაში დაადანაშაულა. "საქართველოს საკითხზე ჩვენი გადაწყვეტილება ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატოს წევრი იმ პირობით, თუ დააკმაყოფილებს საამისოდ საჭირო კრიტერიუმებს. მოხარული ვარ, რომ ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა", - განაცხადა რასმუსენმა.