"ოდესღაც ვიტყვი" - კვირის პალიტრა

"ოდესღაც ვიტყვი"

პრემიერმა  ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პოლიტიკიდან წასვლისა და სამოქალაქო სექტორში გადანაცვლების შესახებ. "მე არსად მივდივარ, მე მოვდივარ", - ბრძანა პრემიერმა. მისივე განმარტებით, მას სამოქალაქო სექტორის გაძლიერების 20-წლიანი გეგმა აქვს. "საზოგადოებაში ბევრი რამაა გასაკეთებელი. პრობლემებია იქაც, მედიაშიც პრობლემებია, ექსპერტებთანაც პრობლემებია. სანამ მექნება ენერგია, უნდა ვემსახურო ქვეყანას და ევროპის ღირსეული ქვეყნების რიგში ჩავდგეთ", - განაცხადა ივანიშვილმა. მან მთავრობის ერთწლიანი საქმიანობაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ის, რისი გაკეთებაც ერთი წლის განმავლობაში შეიძლებოდა, გადაჭარბებით შესრულდა. მისივე თქმით, ტყუილად ტრაბახობს სააკაშვილი, რომ ხელისუფლება დემოკრატიულად გადააბარა. "ჩვენ ის დიდი მუხტით ვაიძულეთ, უსისხლოდ და დემოკრატიულად დაეთმო ხელისუფლება. ოდესღაც ვიტყვი, კიდევ რა მანქანები გამოვიყენეთ. ეს იყო ყველაზე მოძალადე ხელისუფლება", - განაცხადა პრემიერმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).