პატრიარქის ინიციატივა
28-10-2013
პატრიარქის ინიციატივა
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით საქართველოს გამწვანების ფონდი  შეიქმნება.  პირველ შენატანს, 50.000 დოლარს, თავად უწმინდესი შესწირავს. ამის შესახებ პატრიარქმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან, გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგოლაძესა და განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან, დეპუტატებთან, გარემოს დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან შეხვედრისას ბრძანა.
ფონდს პატრიარქი უხელმძღვანელებს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, უნდა განისაზღვროს ტერიტორიები, სადაც ხეები დაირგვება და მათ წვეთოვანი სისტემით მორწყავენ. ნერგების დარგვაში კი მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები, რომლებსაც
ყოველ დარგულ ხეზე 50 თეთრს გადაუხდიან.
nino iverieli
03 ნოემბერი 2013 14:01
ღმერთმა დალოცოს ჩვენი უწმინდესი, როგორც ყოველთვის, ახლაც მამულისათვის ზრუნავს . . . უფალმა გააძლიეროს, მზიანობდეს და დღეგრძელობდეს აწ და მრავალჟამიერ . . .

რედაქტორის რჩევით