უვიზო რეჟიმი ისრაელთან - კვირის პალიტრა

უვიზო რეჟიმი ისრაელთან

ისრაელი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს შემოიღებს. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.

"მოხარული ვარ, ოფიციალურად გაცნობოთ, რომ ისრაელის ხელისუფლებამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა. პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის შემდეგ აქტიურად ვთანამშრომლობთ მრავალ საკითხში, ამიტომაც ბუნებრივია, ქვეყნებს შორის, რომლებსაც ასეთი ახლო ურთიერთობები აქვთ, უვიზო რეჟიმიც იქნება. ვიმედოვნებ, მალე დავასრულებთ შესაბამის ტექნიკურ მოლაპარაკებებს, ხელი მოეწერება შეთანხმებას და საქართველო-ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი იმოქმედებს" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).