ახალაია გაამართლეს - კვირის პალიტრა

ახალაია გაამართლეს

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.  მათ განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამება და არაადამიანური მოპყრობა ედებოდათ ბრალად. პროკურატურამ გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ სასამართლომ ახალაია გაამართლა სამხედროების წამების საქმეზეც. ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე კი მას 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ახალაიას წინააღმდეგ კიდევ ერთ, ახალ ბრალდებაზე, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეს უკავშირდება, პროცესი 18 ნოემბერს დაინიშნა (ვრცლად იხ. გვ 5, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).