სააკაშვილის სინანული
04-11-2013
სააკაშვილის სინანული
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი ნანობს, რომ ზედმეტად ენდობოდა შსს-სა და პროკურატურის ზოგიერთ თანამდებობის პირს. "პროგრესის, აყვავებისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე იყო შეცდომებიც. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც უსამართლობისა და დამცირების მსხვერპლი გახდა, თუმცა არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ მსურდა ხალხისთვის დამებრუნებინა სიამაყე და ძალაუფლება. "არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ გავანადგურე ორგანიზებული დანაშაული, ამოვძირკვე ელიტური კორუფცია და ავაშენე ახალი ქალაქები. მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისათვის, რომ მოვიარე ქვეყანა, რათა მსოფლიოს სამსჯავროზე
გამეტანა ჩვენი საერთო საქმე - ჩვენი სამშობლოს დაცვა ძლიერი მტრებისგან","- განაცხადა სააკაშვილმა პრეზიდენტის რანგში თავისი უკანასკნელი მიმართვისას. მისი თქმით, დასვენება არ სჭირდება, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც მოსახლეობამ უნდა დაისვენოს მისგან (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით