მარგველაშვილის სტრატეგია
04-11-2013
მარგველაშვილის სტრატეგია
"დადგება დრო, როდესაც აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე საუბრისას - ჩვენ გვაქვს რაციონალური მიდგომა ამ პრობლემის გადასაწყვეტად, რომელიც შედგება რამდენიმე პუნქტისგან. პირველ რიგში, გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან ამ ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების არაღიარების მიმართულებით. მეორე მხრივ, ვეცდებით დავწიოთ ტემპერატურა, მოვახდინოთ ნეგატიური ფონის სტაბილიზება, რომელიც არსებობს ჩვენსა და მოსკოვს შორის". მისივე მტკიცებით, ხელისუფლება იმუშავებს კომპლექსურად ყველა მიმართულებით და საქართველოში შეიქმნება საზოგადოება, სადაც ყველა ეთნიკური
ჯგუფის წარმომადგენელი დაცული იქნება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით