მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გენერალურ აუდიტორად მისი შესაძლო დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს."როდესაც ახალი პრეზიდენტი ფიცს დადებს, ეს საკითხი ალბათ კიდევ ერთხელ გახდება პოლიტიკური მსჯელობის საგანი", - განაცხადა კბილაშვილმა. მთავარმა პროკურორმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკითხვაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, რაიმე საქმეზე პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობა არ არსებობს. "უამრავი საქმე, რომელიც საფინანსო-ეკონომიკურ თემებს ეხება, ახლა გამოძიების სტადიაზში. 27 ათასი შემთხვევაა, როდესაც სიმბოლურ ფასად - 1 ლარად ან უსასყიდლოდ პრეზიდენტმა სახელმწიფო ქონება გაასხვისა. რა თქმა უნდა, ეს 27 ათას გამოძიების წარმოებას არ ნიშნავს, მაგრამ არსებობს რიგი საქმეებისა, სადაც კითხვებია გაჩენილი პრივატიზებისა და მისი მიზაშეწონილობის შესახებ", - განაცხადა კბილაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).