კბილაშვილი გენერალურ აუდიტორად?!
04-11-2013
კბილაშვილი გენერალურ აუდიტორად?!
მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გენერალურ აუდიტორად მისი შესაძლო დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"როდესაც ახალი პრეზიდენტი ფიცს დადებს, ეს საკითხი ალბათ კიდევ ერთხელ გახდება პოლიტიკური მსჯელობის საგანი", - განაცხადა კბილაშვილმა. მთავარმა პროკურორმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკითხვაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, რაიმე საქმეზე პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობა არ არსებობს. "უამრავი საქმე, რომელიც საფინანსო-ეკონომიკურ თემებს ეხება, ახლა გამოძიების სტადიაზში. 27 ათასი შემთხვევაა, როდესაც სიმბოლურ ფასად - 1
ლარად ან უსასყიდლოდ პრეზიდენტმა სახელმწიფო ქონება გაასხვისა. რა თქმა უნდა, ეს 27 ათას გამოძიების წარმოებას არ ნიშნავს, მაგრამ არსებობს რიგი საქმეებისა, სადაც კითხვებია გაჩენილი პრივატიზებისა და მისი მიზაშეწონილობის შესახებ", - განაცხადა კბილაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით