ახალი პრემიერი ღარიბაშვილი იქნება - კვირის პალიტრა

ახალი პრემიერი ღარიბაშვილი იქნება

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის. ივანიშვილმა შემცვლელის ვინაობა 2 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას დაასახელა. მისი თქმით, "ღარიბაშვილმა ჩაიბარა პოლიცია, რომელიც საზოგადოებაზე ძალადობდა და ნდობა ჰქონდა დაკარგული.“ერთ წელიწადში მან მოახერხა და ევროპული ტიპის პოლიცია მივიღეთ. შემთხვევითი არ არის პრემიერის პოსტის გადაცემა ირაკლიზე, ამას იმსახურებს და, მეც და ჩემი გუნდის წევრებიც დარწმუნებული ვართ, რომ ის იქნება ღირსეული პრემიერ-მინისტრი".

მან ღარიბაშვილის თვისებებზეც ისაუბრა:“"ის არის ტიპური კახელი,  გულწრფელი და ნაღდი კაცი, იცის შრომის ფასი. საქართველოს მოსახლეობას შეუძლია იამაყოს საკუთარი ხელისუფლებით".  “"ვპირდები მოსახლეობას, რომ გავაგრძელებ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ მშენებლობის გზას, მის პოლიტიკას" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ახალი შს მინისტრის კანდიდატურას ღარიბაშვილი მოგვიანებით დაასახელებს. სავარაუდოდ, ის პარტია“"ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტსაც დაიკავებს. ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტის დატოვებას 24 ნოემბრისთვის გეგმავს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).