"ცუდ დროში ვცხოვრობთ" - კვირის პალიტრა

"ცუდ დროში ვცხოვრობთ"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა, რომ ადამიანი არ უნდა შეუშინდეს განსაცდელს, რადგან ყოველ განსაცდელს სიხარული მოაქვს. "ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ცუდ დროში, როცა ფასეულობათა დევალვაცია ხდება. იმ ფასეულობის, რომელსაც ათიათასობით ადამიანი შეეწირა. ეს არის მამული, სამშობლო, ჩვენი სულიერება, ჩვენი სარწმუნოება. დღეს ზოგიერთი ცდილობს, გააუფასუროს ეს ყველაფერი, ცდილობს, წარმოშვას ახალი ფასეულობა. სინამდვილეში, რასაც დღეს ახალ ფასეულობას ეძახიან, ეს ფასეულობა დამღუპველია ადამიანისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ფასეულობა. ეს არის ოჯახის სიმტკიცე, მართლმადიდებლობა, სამშობლო"", - ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).