ბილდტის განცხადება - კვირის პალიტრა

ბილდტის განცხადება

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიება დაიწყება, შესაძლოა, მოვლენები იმაზე უარესად განვითარდეს, ვიდრე იულია ტიმოშენკოს შემთხვევაში. ბილდტის თქმით, მათ მკაფიოდ უთხრეს ბიძინა ივანიშვილს, რომ "თუ ამ საქმეს წამოიწყებს, ეს დააზიანებს ქვეყნის განვითარებას". შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ შიკორსკისთან ერთად,  საქართველოში დაახლოებით ორი კვირის წინ იმყოფებოდა. კარლ ბილდტი და  რადოსლავ შიკორსკი ბიძინა ივანიშვილს 23 ოქტომბერს შეხვდნენ.