სააკაშვილმა ახალაია შეიწყალა - კვირის პალიტრა

სააკაშვილმა ახალაია შეიწყალა

მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაია შეიწყალა.  "მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბაჩოს არ დაუშვია სერიოზული შეცდომები. არც იმის გამორიცხვა შეიძლება არასდროს, რომ შეიძლება კანონიც დაერღვია და ამის შესახებ არაფერი გვცოდნოდა, მაგრამ ამდენი ძიების შემდეგ ყველა ბრალდება, რომელიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა, უსაფუძვლო აღმოჩნდა, ხოლო ბუნტის საქმე უბრალოდ სამარცხვინო, საშიში და ანტისახელმწიფოებრივია". სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა. ბაჩო ახალაიას ციხის ბუნტის საქმეზე 3 წლითა და 9 თვით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი, სამხედროებისა და სპეცრაზმელების წამების საქმეებზე კი ის სასამართლომ გაამართლა. შეწყალების მიუხედავად, ახალაია პატიმრობაში რჩება, რადგან 18 ნოემბერს იწყება პროცესი ახალ ბრალდებაზე, რომლის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისას ახალაიამ გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პოლიციელებს პრივილეგირებული მდგომარეობა შეუქმნა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).