ეუთო ბრუნდება - კვირის პალიტრა

ეუთო ბრუნდება

ეუთოს გენერალური მდივნის ლამბერტო ზანიერის განცხადებით, ორგანიზაცია საქართველოში წარმომადგენლობის აღდგენას აპირებს. "მომავალ წელს საქართველოში ვიზიტს ვგეგმავ და ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეუთოს წარმომადგენლობის აღდგენა იქნება, რაც რეგიონში პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს", - აღნიშნა ზანიერიმ.

ეუთოს წარმომადგენლობამ საქართველოში მუშაობა 2009 წლის ივნისში შეწყვიტა.