შს მინისტრი ჭიკაიძე იქნება - კვირის პალიტრა

შს მინისტრი ჭიკაიძე იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს 28 წლის ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვლის. ჭიკაიძე თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსია, მანამდე კი კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ღარიბაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ჭიკაიძე წარმატებული შს მინისტრი იქნება. "მან საათივით ააწყო და გამართა სისტემა კახეთის სამმართველოში. გაზაფხულზე გადმოვიყვანე თბილისში და მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა მთავარი სამმართველო. ლექსომ რამდენიმე თვეში ასევე საათივით ააწყო და გამართა თბილისის სამმართველო", - განაცხადა  ღარიბაშვილმა. თავად ჭიკაიძის თქმით, ყველაფერს იღონებს ნდობის გამართლებისთვის და ღარიბაშვილის მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებისთვის (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).