წულუკიანი და ალასანია დარჩებიან - კვირის პალიტრა

წულუკიანი და ალასანია დარჩებიან

მომავალი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, ცნობით, თეა წულუკიანი და ირაკლი ალასანია ახალ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებს შეინარჩუნებენ. ძირეული გადაადგილებები მთავრობაში არ იგეგმება. ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის კანდიდატ ოთარ ფარცხვალაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან მუშაობა გაუადვილდება.