ინაუგურაციაზე სააკაშვილსა და შევარდნაძეს მიიწვევენ - კვირის პალიტრა

ინაუგურაციაზე სააკაშვილსა და შევარდნაძეს მიიწვევენ

საგარეო უწყების ხელმძღვანელის მაია ფანჯიკიძის ცნობით, 17 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე მიხეილ სააკაშვილსა და ედუარდ შევარდნაძესაც მიიწვევენ. უცხოელი სტუმრების გარდა, ინაუგურაციას  პარლამენტი და მთავრობა სრული შემადგენლობით დაესწრება. ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფიცს პარლამენტის ეზოში დადებს. შემდეგ  გაემართება გმირთა მოედანზე, სადაც პატივს მიაგებს საქართველოს გმირებს. ასევე, რუსთაველის სახელობის თეატრში ჩატარდება საზეიმო კონცერტი, შემდეგ კი უცხოელი სტუმრებისთვის მიღება გაიმართება.