პატრიარქმა ერი დალოცა
პატრიარქმა ერი დალოცა
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია II-მ საგურამოში ილია ჭავჭავაძის 176-ე წლისთავის გამო გამართულ ღონისძიებაზე  ქართველი ერი და ხელისუფლება დალოცა, საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.  პატრიარქმა ილია მართლის ღვაწლზეც ისაუბრა და ბრძანა: "ცხოვრება კიბეს ჰგავს - ზოგი მაღლა ადის, ზოგი კი დაბლა ეშვება. "ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც უფსკრულისკენ მიდის, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ტკივილით, მაგრამ მაინც მიდის მაღლა. ჩვენ უნდა ავიდეთ ამ კიბეზე და გავხდეთ მკვიდრნი სასუფევლისა. ყველაზე იოლი
გზა ამისთვის არის მოწყალება - როდესაც ადამიანი ხედავს სხვა ადამიანის გაჭირვებას. ცხოვრებაში, ალბათ, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც შეხვედრიხართ გაჭირვებულ ადამიანს და ამ დროს თქვენს სულიერ სამყაროში იწყება ბრძოლა, დაეხმაროთ თუ არა. ალბათ, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც გაგივლიათ, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნებულხართ, რომ დახმარებოდით. ე. ი.
კეთილმა აზრმა გაიმარჯვა. ვლოცავ ჩვენს ერს, მხედრობას, ახალ ხელისუფლებას, ღმერთმა ბევრი სიკეთე გაგაკეთებინოთ. ღმერთმა მოგცეთ თქვენ და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები