"ლომაიასა და შაშკინის გზას აგრძელებთ" - კვირის პალიტრა

"ლომაიასა და შაშკინის გზას აგრძელებთ"

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძე 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით აღშფოთებულია. კიღურაძის თქმით, დაგეგმილზე 2 მილიონ 235 ათასი ლარითაა შემცირებული კვლევითი დაწესებულებების სუბსიდირება. "თუ მკაცრად არ იტყვი და ადამიანს სულიერ კომფორტს არ დაურღვევ, როგორც ჩანს, თავს არ შეიწუხებს - თქვენ აგრძელებთ ლომაიასა და შაშკინის გზას. აქ რადიკალურად უნდა შეიცვალოს მიდგომა, თორემ სხვანაირად არ გამოვა", - მიმართა კიღურაძემ მთავრობას.