"მაგ სიტყვებს არ გაპატიებ"
18-11-2013
პარლამენტის სხდომაზე პოლიციის აკადემიის სტატუსის განხილვას, რომლის თანახმად, ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება, დაპირისპირება მოჰყვა. შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ჩიორა თაქთაქიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უმცირესობას საზოგადოება განზრახ შეჰყავს შეცდომაში. ამას "ნაციონალი" დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა, რაც შემდეგ გაწევ-გამოწევასა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. "ბობოხიძე, შენ მაგ სიტყვებს არ გაპატიებ, ნაბიჭვარი ეგა", - განაცხადა იზორიამ პარლამენტის ტრიბუნიდან უმცირესობის მისამართით. სხდომის შემდეგ კი შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ თანამდებობა იმად არ უღირს,
რომ კაცობასა და ღირსებაზე უარი თქვას (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით